ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა,  საქართველოს წინააღმდეგ უკანონო ქმედებები შეწყვიტოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტს სეიმის სხვადასხვა ფრაქციათა 13 წევრმა მოაწერა ხელი –  საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იუოზას ბერნატონისმა, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ვიცე-სპიკერმა, გედიმინას კირკილასიმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა, სეიმის წევრებმა – ჟიგიმანტას პავილიონისმა, აუდრონიუს აჟუბალისმალაურინას კაჩშიუნასმამანტას ადომენასმაემანუელის ზინგერისმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა, რუტა მილიუტესმაეგიდიუს ვარეიკისმააუშრინე არმონაიტემ, ასევე მმართველი პარტიის „მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“ თავმჯდომარე რამუნას კარბაუსკისმა.

სეიმის წევრთა 13 კაციანი ჯგუფი კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეწყვიტოს უკანონო მოქმედებები საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ და სრულად შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სეიმის წევრთა ჯგუფის განცხადებაში დაფიქსირებულია მოთხოვნა, გაუქმდეს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონების „დამოუკიდებლობის“ უკანონო აღიარება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებულ იქნან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლები. განცხადება ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, კვლავ აქტიურად იმოქმედოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.

„ლიეტუვის სეიმის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ მასალაში ასევე აღინიშნება, რომ პარლამენტართა ჯგუფმა საჯარო განცხადება მოამზადა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული პროვოკაციების ფონზე, ოკუპირებულ ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონის გუგუთიანთკარში უკანონო ბარიერების აღმართვის, საცხოვრებელ ადგილებზე და მათ გარშემო ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების, აძვისთავის და ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის შემდგომი დესტაბილიზაციის შემდეგ“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში ასევე დაფიქსირებულია, რომ 11 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმედებების დროს ოკუპირებული იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონები, ხოლო აგრესიული სამხედრო ქმედებები და სხვადასხვა პროვოკაციები დღემდე ხორციელდება.

არსებულ მდგომარეობას ასევე გამოეხმაურა ლიეტუვის სეიმის წევრი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ჟიგიმანტას პაილიონისი.

ლიეტუვა ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს ძირითად მოკავშირეს დასავლეთში. 11 წლის წინ აგვისტოში, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენც ვიყავით ერთერთი, რომელთაც ვცადეთ დაგვერწმუნებინა ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნები, არ მიეტოვებინათ საქართველო მარტო, სამწუხაროდ, მაშინ დასავლეთმა ჩვენი ხმა ვერ გაიგო და გვიან მოახდინა რეაგირებაც – მხოლოდ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ. არ შეიძლება, რუსეთს მივცეთ ნება, კვლავ გააგრძელოს ჩვენი მოკავშირეების მიმართ პროვოკაციები. ყველანი ვალდებული ვართ, რეაგირება მოვახდინოთ საქართველოში მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს საკითხი განხილული იქნება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაშიმომავალი ვიზიტის დროს, როცა ის მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის სახელობის მესამე კონფერენციაში“, – აღნიშნა პავილიონისმა.

განცხადება განთავსებულია ლიეტუვის სეიმის ოფიციალურ ვებგვერდზე.