შსს-მ დავით ქაცარავაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ დავით ქაცარავაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტის დავით ქაცარავას, მისამართით განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამ დროისთვის კომპლექსური აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, მას 4-5 კაციანი ჯგუფი დაუპირისპირდა. 

„მეგობრებო!
ამ წუთას ვიმყოფები ბობნევში. წამლები მოვუტანე დათა პაპას.
ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა, ბუნებრივია, შსს ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ.

დათა პაპას სახლთან დამხვდა 4-5 კაციანი ტუტუშკების ჯგუფი. 
მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. 
მოკლედ, ტიტუშკებით ბრძოლაზე გადავედით?
გასაგებია. მივდივარ საავადმყოფოში. იქედან შეგეხმიანებით"