პროფესიული გამოცდილებით ვიხელმძღვანელეთ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიმიტრი ლეჟავას დანიშვნაზე

პროფესიული გამოცდილებით ვიხელმძღვანელეთ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიმიტრი ლეჟავას დანიშვნაზე

პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დიმიტრი ლეჟავას დანიშვნისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე,- ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, დიმიტრი ლეჟავა აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლის 8 ივლისის შემდეგ იკავებს.

„დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი ლეჟავა 2019 წლის 8 ივლისიდან ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. მისი დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავა დაინიშნა. 1983-1994 წლებში დიმიტრი ლეჟავა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მუშაობდა. 1994-1996 წლებში ის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში, ხოლო 1996-1998 ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში იყო დასაქმებული.