რუსეთი და ჩინეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვენ

რუსეთი და ჩინეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვენ

რუსეთი და ჩინეთი აშშ-ის მიერ რაკეტის გამოცდის გამო, გაერო- უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვენ.

ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა.

გაერო- უშიშროების საბჭოს სხდომა 22 ან 23 აგვისტოს გაიმართება.

პენტაგონმა გუშინ საშუალო რადიუსის მოქმედების სახმელეთო ბაზირების რაკეტის გამოცდის შესახებ განაცხადა. რაკეტა კალიფორნიის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ სან-ნიკოალასიდან გაუშვეს. ეს მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ ამგვარი ტიპის რაკეტის პირველი გამოცდა იყო.

აშშ-ისა და რუსეთს შორის 1987 წლის დეკემბერში გაფორმებული შეთანხმება კრძალავდა მცირე (500-დან 1 000 კმ-მდე) და საშუალო (1 000-დან 5 500 კმ-მდე) სიშორის სახმელეთო ბაზირების რაკეტების წარმოებას, გამოყენებასა და შენახვას.