ოპოზიციური მაუწყებლების არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია - კახა კალაძე

ოპოზიციური მაუწყებლების არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია - კახა კალაძე

თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებები არის კერძო მესაკუთრის გადაწყვეტილება.

„არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ამ საკითხზე ჩემი შეფასება. საკადრო ცვლილებები არის კერძო მესაკუთრის გადაწყვეტილება. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობს სიტყვის თავისუფლება, მნიშვნელოვანია, რომ არის მედიაპლურალიზმი. როგორც მოვისმინეთ, ეს ადამიანები აპირებენ ახალი ტელევიზიის შექმნას. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად ქვეყნისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ის, რომ არსებობდეს ოპოზიციური ტელევიზიები, ოპოზიციური მაუწყებლები, სააგენტოები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას მივესალმები“, – განაცხადა კახა კალაძემ.