ყახაზეთი და საქართველო ხელს უწყობენ ისტორიული ტურიზმის განვითარებას

ყახაზეთი და საქართველო ხელს უწყობენ ისტორიული ტურიზმის განვითარებას

ყაზახურ ტელეკომპანია Kazakh TV-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი საქართველოსა და ყაზახეთის ტურისტული კავშირების შესახებ.

გთავაზობთ მასალის შემოკლებულ ტექსტურ ვერსიას:

„ყაზახეთი ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. გასულ წელს ჩვენს ქვეყანას 8 მილიონი ტურისტი ეწვია. მოგზაურებს ხიბლავთ ყაზახეთის წარმტაცი ბუნება და დიდი სტეპის ისტორიული ძეგლები, ოდესღაც მომთაბარე ხალხის ტრადიციები და კულტურა.

ტურისტების მომრავლებას ხელს უწყობს გამარტივებული სავიზო რეჟიმიც, რომელიც ყაზახეთს 60 ქვეყანასთან აქვს, მათ შორის საქართველოსთანაც.

ტურისტული კომპანიების მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ყახაზეთში ჩასული ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წელს, გასულ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაიზარდა.

მონიკა ვათიბაშვილი, ქართული ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი:

„თუ ადრე ქართველები ყაზახეთში მხოლოდ სამუშაოსთვის მიდიოდნენ, დღეს უკვე ბევრი ტურისტული მიზნით მიდის. ყახაზეთი განვითარებული და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაა. ქართველები დასათვალიერებლად ყახზეთის სამხრეთ ნაწილში, მდინარე სირდარიასთან მდებარე ქალაქ თურქესტანს ირჩევენ, სადაც ბევრი ისტორიული ძეგლია. გარდა ამისა, ჩვენს თანამემამულეებს იზიდავს იქაური ბუნება და ლანდშაფტი. საერთოდ, ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა უძველესი აბრეშუმის დიდი გზის მარშრუტზე მდებარე ყახაზეთის ქალაქები...“.

აშკარაა, რომ ისტორიული ტურიზმი თანდათან იკრებს მოგზაურებს საქართველოში, რომელიც ძალზე მდიდარია ისეთი ისტორიული ძეგლებით, რომლებიც ყახაზების წინაპრებმა - ყივჩაღებმა დატოვეს ქართულ მიწაზე.

ყაზახური სამეცნიერო ექსპედიციის - „წინაპართა ნაკვალევზე“ ხელმძღვანელის საფარ ისკაკოვის თქმით, ისტორიული ასპექტები ტურიზმის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს: „ქართველები თანახმა არიან ერთობლივი ფილმი გადავიღოთ. მათ სურთ, რომ ჩვენმა ხალხებმა ერთმანეთის ისტორია კარგად გაიცნონ. გარდა ამისა, არის წინადადება ერთად ვიმუშაოთ სამუზეიმო სფეროში, ექსპონატების გაცვლაში, ვითანამშრომლოთ კულტურული ფესტივალების მოწყობაში“.

თუ ყაზახეთი და საქართველო ერთად გააგრძელებენ ისტორიული მემკვიდრეობის პოპულიზირებას, მაშინ ტურისტული ურთიერთობაც უფრო გაღრმავდება.