ავარია ამერიკულ ავიამზიდზე: ერთმა თვითმფრინავმა „აბრაამ ლინკოლნის“ გემბანზე დაშვებისას ოთხი ბომბდამშენი დააზიანა

ავარია ამერიკულ ავიამზიდზე: ერთმა თვითმფრინავმა „აბრაამ ლინკოლნის“ გემბანზე დაშვებისას ოთხი ბომბდამშენი დააზიანა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების უსაფრთხოების ცენტრის ცნობით, 9 აგვისტოს არაბეთის ზღვაში, ირანის ნაპირებთან ახლოს მცურავი ამერიკული ავიამზიდის „აბრაამ ლინკოლნის“ (Abraham Lincoln) გემბანზე, ავარია მოხდა: თვითმფრინავი E-2D Hawkeye დაფრენისას დაეჯახა და მწყობრიდან გამოიყვანა ორი ავიაგამანადგურებელ-ბომბდამშენი  F/A-18E/F Super Hornet. გარდა ამისა, მათი ნამსხვრევებით დაზიანდა კიდევ ორი F/A-18E/F Super Hornet.

ავარია კლასიფიცირებულია ზიანის უმაღლესი კატეგორიით - „ა“კლასით, ანუ როცა ზარალი ორ მილიონ დოლარს აღემატება. ამ დროს გათვალისწინებულია ადამიანთა სავარაუდო მსხვერპლი და თვითმფრინავის დაკარგვაც.

თუმცა, როგორც აშშ-ის მე-5 ფლოტის წარმომადგენელმა ჯოშ ფრეიმ განაცხადა, ავიამზიდის პერსონალიდან არავინ არ დაშავებულა. ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებული ორი თვითმფრინავის შეკეთება და ისინი მალე საბრძოლო მზადყოფნაში დაბრუნდებიან.