ბათუმის საკრებულომ რივიერას გენგეგმა დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ რივიერას გენგეგმა დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ რივიერას გენგეგმა მოქალაქეების პროტესტის ფონზე დაამტკიცა. საკითხს მხარი 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო. 

კენჭისყრამდე სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. მოქალაქეები დეპუტატებს მოუწოდებდნენ გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაეჭირათ. 

სხდომათა დარბაზში დაცვის პოლიციაც შეიყვანეს. დარბაზი რამდენიმე აქტივისტს დაატოვებინეს. 

adjaratv.ge