საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამაზონის ტყეში მაშტაბურ ხანძართან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად. ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა დაფიქსირებული.