სუჯუნას სასახლეში თვითნებური სარესტავრაციო სამუშოები არ მიმდინარეობს - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

სუჯუნას სასახლეში თვითნებური სარესტავრაციო სამუშოები არ მიმდინარეობს - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული დაცვის სააგენტო  ქართველი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას მიერ აგებულ სასახლეში თვითნებურ  სარესტავრაციო სამუშაოებს უარყოფს. 

როგორც სააგენტოს პრესსამსახურში  spaсesnews-ს განუცხადეს, აკაკი ხოშტარიას მიერ სუჯუნაში აგებული სასახლე, საქართველოს საპატრიარქომ 10 წლის წინ,  აუქციონის წესით შეიძინა და ის, სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.  

„გავრცელებული ინფორმაცია, ქართველი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას მიერ სუჯუნაში აგებულ სასახლესთან დაკავშირებით, სიმართლე არ არის და არის აბსოლუტურად არასწორი. საპატრიარქომ ქართველი მეცენატის აკაკი ხოშტარიას მიერ სუჯუნაში აგებული სასახლე აუქციონის წესით 10 წლის წინ შეიძინა. ახლა სასახლეში არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. 
თავდაპირველად, როდესაც ეს შენობა შეიძინეს, უმძიმეს მდგობრეობაში იყო. სახურავი, საიდანაც ინტენსიურად ჩაედინებოდა ნალექი, დაზიანდა იმ პერიოდში არსებული მხატვრული ორნამენტები. ამავდროულად ეს შენობა გახდა იქვე მდებარა საჯარო სკოლის ადმინისტრაციული შენობა, სადაც განთავსებული იყო სკოლის ადმინისტრაცია. როდესაც საპატრიარქომ იყიდა ეს შენობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა“ , - განაცხადეს პრესსამსახურში. 

რა გეგმები აქვს საპატრიარქოს ქართველი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას მიერ აგებულ სასახლესთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენელი Spacesnews-თან ამბობს, რომ სასახლის ერთადერთი დანიშნულების მიზანი, ქართველი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას სამუზეუმო მემორიალური დანიშნულება იქნება. 

„სასახლესთან დაკავშირებით, განხორციელებული სიახლეები, ყველა მათი ქმედება, ინიციატივა და გეგმა, იქნება შეთანხმებული კულტურული მემეკვიდერეობის დაცვის სააგენტოსთან. ადგილობრივი ეპარქიის და სასულიერო პირების გადაწყვეტილებით,  ეს სასახლე არ იქნება გამოყოფილი არანაირი სხვა დანიშნულების მიზნით, გარდა აკაკი ხოშტარიას სამუზეუმო მემორიალური დანიშნულების სივრცისა“ , - აცხადებენ სააგენტოში. 

ამასთან, სააგენტოში ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, სასახლეში  სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ, შესაძლოა, ცალკეული ეპარქიისა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული დაცვის სააგენტოს დისკრედიტაციას ემსახურებოდეს.

„ამ ყველაფერს, სუბიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე, შესაძლოა სხვა მიზნები ჰქონდეს. ეს შესაძლოა, ემსახურებოდეს ცალკეული ეპარქიისა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული დაცვის სააგენტოს დისკრედიტაციას“ , - განაცხადეს Spacesnews-თან საუბარში.  

შეგახსენებთ, ორი დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუჯუნაში, აბაშის რაიონში მდებარე სასახლის საპატრიარქოსთვის გადაცემა იგეგმება და მას ჭყონდიდის ეპარქიის მეუფის რეზიდენციისთვის ამზადებენ. გავრცელებული ცნობების თანახმად, მიმდინარეობს შენობის გადაკეთება.

ქართველმა ფინანსისტმა, საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ სახლი 1915 წელს აბაშის სოფელ სუჯუნაში დედის სახელზე, ევროპელი არქიტექტორების დახმარებით ააშენა. მოგვიანებით მან შენობა სოფელს საგანმანათლებლო დანიშნულებისთვის საჩუქრად გადასცა.

ავტორი: მახო ასანიძე