აგვისტო ხანძარსაშიში პერიოდია - სატყეო სააგენტო

აგვისტო ხანძარსაშიში პერიოდია - სატყეო სააგენტო

სოფელ საყავრესთან ხანძრმა დაახლოებით 10 ჰექტარის ტყის ფართობი მოიცვა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის დავით ალადაშვილის ინფორმაციით, აგვისტო, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში, მაღალი ტემპერატურის გამო ხანძარსაშიში პერიოდია.

„ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო მცხეთა-მთიანეტის და შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე შექმნილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ხანძრის ქრობისსამუშაოების კოორდინაცია. აგვისტო, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში, მაღალი ტემპერატურის გამო ხანძარსაშიში პერიოდია, რაც ზრდის რისკებს. აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ მოსახლეობას მაქსიმალურად გამოიჩინონ ყურადღება. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება“, – დავით ალადაშვილმა.