ჩრდილოეთ კორეამ ორი მცირე რადიუსის რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ორი მცირე რადიუსის რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი მცირე რადიუსის რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ სამხრეთ კორეის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების დირექტორატის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები სონდოკის სამხედრო აეროდრომიდან შაბათს დილით გაუშვა. რაკეტებმა 97 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწიეს და დაახლოებით 380 კილომეტრი მანძილი დაფარეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი [აშშ-სამხრეთ კორეის] სამხედრო წვრთნები დამთავრდა, ჩრდილოეთ კორეა რაკეტების გაშვებას აგრძელებს, რაც უკიდურეს შეშფოთებას იწვევს,“ - განაცხადა სამხრეთ კორეის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების გაშვების მეშვიდე შემთხვევაა შშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილო კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შორის ივნისში გამართული შეხვედრის შემდეგ, როდესაც ლიდერები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.