საქართველო ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალს მასპინძლობს

საქართველო ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალს მასპინძლობს

საქართველო წელს პირველად ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი თბილისში გაიხსნა გუშინ კი შეკვეთილში „ბლექ სი არენას“ სცენა ვერდის ცნობილ ოპერა „აიდას“ დაეთმო. რომელიც საოპერო მუსიკის სამყაროში ერთერთი გამორჩეულია და კომპოზიტორმა ეგვიპტის ოპერის თეატრისთვის დაწერა.

საოპერო სპეტაკლის სამასამდე მონაწილემ, მათ შორის უცხოელმა მომღერლებმა, ოპერის გუნდმა და ორკესტრმა არენადი ვერონას დადგმა წარმოადგინეს. საოპერო სპექტაკლის დადგმის დეკორაციები და კოსტუმები იტალიიდან ჩამოიტანეს.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, დიდი იტალიელი კომპოზიტორის შემოქმედებას ეძღვნება და ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ტარდება. წელს კი პირველად იტალიის საზღვრებს გასცდა და საქართველოში ჩატარდა. ვერდის უკვდავი ოპერის „აიდას“ წარმატებული წარმოდგენის შემდეგ ფესტივალი ისევ გრძელდება.

25 აგვისტოს „ბლექ სი არენას“ სცენა მსოფლიოში ცნობილ საოპერო ვარსკვლავებს დაეთმობათ და ვერდის სახელობის ფესტივალი შეკვეთილში გალა-კონცერტით