ვიქტორ სანიკიძე ბერძნული „არისის“ სპორტული დირექტორი გახდა

ვიქტორ სანიკიძე ბერძნული „არისის“ სპორტული დირექტორი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, რომელმაც საკალათბურთო კარიერა ნაადრევად, ტრავმის გამო დაასრულა, საბერძნეთის დიდი ტრადიციების მქონე კლუბის – "არის"-ის სპორტული დირექტორი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

სანიკიძე ათენის "არისი"-ში 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა, სადაც უმძიმესი ტრავმა მიიღო და ფაქტობრივად ეს გახდა კიდეც მისი კარიერის დასრულების მიზეზი.