ბათუმში ფრანების ფესტივალი გაიმართება

ბათუმში ფრანების ფესტივალი გაიმართება

ბათუმში ფრანების ფესტივალისთვის 40 ათასი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ააიპ ბათუმის სპორტული ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერშია ნათქვამი. 

ფრანების ფესტივალის ჩატარება ბათუმში 2019 წლის 28-29 სექტემბერს იგეგმება. 

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ფესტივალზე წარმოდგენილები იქნებიან DJ–ები, უპირატესობა კი ცნობილ DJ-ბს მიენიჭება, რომლებიც ფესტივალზე დაუკრავენ. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში ხელნაკეთი ფრანების მასტერკლასი, სამოყვარულო ფრანების ცაში გაშვება და სხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. 

სატენდერო წინადადებების მიღება 25–დან 27 აგვისტოს ჩათვლით მოხდება.