აბიტურიენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს იწურება 

აბიტურიენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს იწურება 

საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის დღეს, 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. 

პროგრამის არჩევისას აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს:

• აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ); 
• რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;
• საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
• უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი;
• საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური; 
• საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა; 
• გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.