ქვეყნის ხერხემალი - საშუალო ფენა დაბეჩავებული, დემოკრატიის ქვაკუთხედი - შუა გაკრეფილი, ბევრი ღატაკი, ცოტა მდიდარი....

ქვეყნის ხერხემალი - საშუალო ფენა დაბეჩავებული, დემოკრატიის ქვაკუთხედი - შუა გაკრეფილი, ბევრი ღატაკი, ცოტა მდიდარი....

შევარდნაძის პერიოდი გახსოვთ? 
ქვეყნის ხერხემალი - საშუალო ფენა დაბეჩავებული, დემოკრატიის ქვაკუთხედი - შუა გაკრეფილი, ბევრი ღატაკი, ცოტა მდიდარი, რეგიონში კუს ნაბიჯებით "განვითარება", მასმედიაზე შეტევა,უსამართლო სამართალი,კრიმინალი, კორუფცია და კლანები.

ორივე პერიოდს მუსიკალური შოუ "ერთი ერთში" მოუხდებოდა, იმ დროინდელ ელიტას მაკიაჟით დღევანდალს დავამსგავსებთ, შეჯიბრი წავა არნახული - "კავკასიური ცარცის წრის" სინდრომი, პროსტრაციაში მყოფი მმართველი, ძველი მოქკავშირელები - ძალაუფლებაზე შეყვარებული "გრანდიოზები", ახალგაზრდა მოქკავშირელი რეფორმატორები - ცვლილებების და ხელისუფლების დაუფლების წყურვილით, "აღორძინების" როლს პატრიოტები მოირგებენ, არასამთავრობოები როგორც ყოველთვის ეპიცენტრში იქნებიან, სააკაშვილის და ბურჯანაძის გამოგონება კი არ დაგვჭირდება, ისენი ისედაც სცენაზე დგანან... ჟიურიში, როგორც ყოველთვის, ქართველი ხალხია გამწესებული, თუმცა მათ არაფერს ეკითხებიან. ამ ორ პერიოდს შორის ერთი განსხვავება მაინცაა, სოციალური ქსელები ახალი ფაქტორია, თუმცა ინფორმირებულობის მაგივრად გამოთაყვანებულობის იარაღად გადაქცეული. 
P.S. მეტი მოთმინება,წინ სერიალები გველის,სულ მალე იქნება დიდი სტარტი ბინგო აპოლო - წერს გიორგი ტაბიძე