ვლადიმერ პუტინმა გრიგორი კარასინი დააჯილდოვა

ვლადიმერ პუტინმა გრიგორი კარასინი დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური კურსის რეალიზაციის საქმეში წვლილისთვისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი დიპლომატიური სამსახურისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დაჯილდოვდეს „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მესამე ხარისხის ორდენით“, - აღნიშნულია პრეზიდენტ პუტინის ბრძანებაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.