ყირიმის ანექსია ობამას დროს მოხდა,  ჩემ დროს რომ მომხდარიყო ვიტყოდი: მაპატიეთ მეგობრებო - დონალდ ტრამპი

ყირიმის ანექსია ობამას დროს მოხდა, ჩემ დროს რომ მომხდარიყო ვიტყოდი: მაპატიეთ მეგობრებო - დონალდ ტრამპი

ყირიმის ანექსია, რომლის გამოც რუსეთი G8-დან გარიცხეს, ბარაკ ობამას შეცდომა იყო, ნახევარკუნძულის მიტაცების არიდება შესაძლებელი იყო.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის ქალაქ ბიარიცშიდიდი შვიდეულისსამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კიდევ ერთი პრობლემა იყო უკრაინაში და ეს უკრაინის გარკვეულ ნაწილს შეეხება, რომელიც ძალიან კარგად იცით, პრეზიდენტ ობამას დროს იქნა მიტაცებული. პრეზიდენტ ტრამპის დროს კი- არა. ყირიმის ანექსია მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა. ჩემ დროს რომ მომხდარიყო ვიტყოდი: “მაპატიეთ მეგობრებო, მე შეცდომა დავუშვი!“ პრეზიდენტი ობამა უკრაინას ეხმარებოდა და ყირიმი მისი პრეზიდენტობის დროს მიიტაცეს“,-განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
ტრამპის თქმით, ობამა მომხდარის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა, და ამიტომ გარიცხა პუტინიდიდი რვიანიდან“.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ყირიმი დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. იქ რუსეთს მძლავრი წყალქვეშა ნავები აქვს. მაგრამ არც ისეთი მძლავრი, როგორც ჩვენია“.
ყირიმის ანექსიის შეჩერება შესაძლებელი იყო სწორი ქმედებების შედეგად. პრეზიდენტმა ობამამ ამის შეჩერება ვერ შეძლო, და ეს ძალიან ცუდია“,-განმარტა დონალდ ტრამპმა.