გირაოს სახით, შესაძლოა, ტვ “პირველის” შენობის ჩადება მოგვიწიოს - ვატო წერეთელი

გირაოს სახით, შესაძლოა, ტვ “პირველის” შენობის ჩადება მოგვიწიოს - ვატო წერეთელი

ტვ „პირველის დამფუძნბელის ვატო წერეთლის განცხადებით, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო ავთანდილ წერეთელს აღკვეთის სახით გირაოს შეუფარდებს, ოჯახს ტვ “პირველის” შენობის დაგირავება მოუწევს.

“სამწუხაროდ, ჩემი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის და რატომ არ არის, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ყველაზე ცუდი, რაც ხდება არის ის, რომ გირაოს სახით, შესაძლოა, ტვ “პირველის” შენობის ჩადება მოგვიწიოს. მოგეხსენათ, ბიზნესში აღარ ვართ და ქონების ჩადება თუ მოგვიწევს, ეს ტელეკომპანიის შენობა იქნება. ამ ფაქტს პროკურატურასა და ამ სახელმწიფოს ვულოცავ,” – აცხადებს ვატო წერეთელი.

შეგახსენებთ, პროკურატურა ტვ „პირველის" დამფუძნბელის ვატო წერეთლის მამას ბიზნესმენ ავთნდილ წერეთელს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის დახმარებას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით).

პროკურატურა ავთანდილ წერეთელისთვის 500 000-ლარიან გირაოს ითხოვს.