„ქართული ოცნების“ დეპუტატის ფოტო მუზეუმში გამოფინეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ფოტო მუზეუმში გამოფინეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ახალგახსნილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ფოტო და მისი ჯილდოები გამოფინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მუზეუმის მშენებლობა რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა არტურ ისოიანმა დააფინანსა და მამამისის, ალბერტ ისოიანის სახელს ატარებს.

„იქ გამოფენილია იმ პროფესორების, აკადემიკოსებისა თუ მეცნიერების ფოტოები, რომლებიც სოფელ სათხეში დაიბადნენ. მეც რახან დეპუტატი ვარ და ამ სოფელში დაბადებული, ჩემი ფოტოც თვითონ გააკეთეს. მითხრეს ამ ჯილდოების დადება შეიძლებოდა თუ არა და დავთანხმდი“, - აცხადებს ენზელ მკოიანი.

ენზელ მკოიანი ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრია. 2016 წლიდან ის „ქართული ოცნების“ წარდგენით ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარია. მანამდე, 2008-2012 წლებში ნინოწმინდის მაჟორიტარი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.