რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ ურთიერთობა არ შეიძლება აგებულ იქნას იძულებაზე - სალომე ზურაბიშვილი

რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ ურთიერთობა არ შეიძლება აგებულ იქნას იძულებაზე - სალომე ზურაბიშვილი

„რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ ურთიერთობა არ შეიძლება აგებულ იქნას იძულებაზე" , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რაიმე კონტაქტები რომ გვქონდეს, ისინი რომ განვაახლოთ, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთის პოზიციაში ჩვენნაირ პატარა მეზობელთან მიმართებაში ცვლილებები მოხდა. ასევე რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ ურთიერთობა არ შეიძლება აგებულ იქნას იძულებაზე. როდესაც ჩვენ დავინახავთ მკაფიო სიგნალებს ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მზად ვიქნებით დიალოგისთვის მომავალში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.