მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება - გვენეტაძე

მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება - გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება.

გვენეტაძის თქმით, ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. საბოლოო დასკვნას ბანკი 4 სექტემბერს დადებს, როცა მონეტარული კომიტეტის სხდომა გაიმართება. 

„მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება. ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ბოლო მოვლენებზე გვქონდა მოლოდინები, თუმცა ამ სიტუაციაშიც კი მიმდინარე ანგარიში იქნება იმაზე უკეთესი ვიდრე ვპროგნოზირებდით. ჩვენ 4 სექტემბერს გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ვიმსჯელებთ და გამოუშვებთ  პრესრელიზს“, - განაცხადა გვენეტაძემ. 

გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი არის ინფლაციის დონის კონტროლი. 

„იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით რომ ზომებია მისაღები, მივიღებთ ყველა ზომას რომ ინფლაციამ იმოძრაოს მიზნობრივ მაჩვენებელში. ინფლაცია შეიძლება იყოს თარგეთისფარგლებში ზევით ან ქვევით, თუმცა არ უნდა გაცდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, - აცხადებს გვენეტაძე.