ქალაქ გრანადაში ქართველი მხატვრების კოლობორაციული გამოფენა გაიხსნება

ქალაქ გრანადაში ქართველი მხატვრების კოლობორაციული გამოფენა გაიხსნება

29 აგვისტოს ქალაქ გრანადაში, ხელოვნების სახლში,  ქართველი მხატვრების მარიამ ყანდიაშვილის და ივა მარტაშვილის კოლობორაციული გამოფენა Harvest გაიხსნება. ღონისძიება გრანადის კულტურულ ასოციაცისთან თანამშრომლობით გაიმართება.  

გამოფენაზე ანდალუზიაში, 6 კვირიანი მოგზაურობის პერიოდში, მხატვრების მიერ შექმნილ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ასევე შერეულ მედიას და ილუსტრაციებს წარადგენენ. მხატვრების ნამუშევრები ესპანური კულტურის შთაგონებით შეიქმნა. გამოფენას ცობილი ლათინო ამერიკული მუსიკალური ჯგუფი Putomayo გახსნის.