იტალიაში ვულკანი ამოიფრქვა

იტალიაში ვულკანი ამოიფრქვა

იტალიაში ვულკანი სტრომბოლი ამოიფრქვა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.

ვულკანის მიმდებარე ტერიტორია ქვიშითა და ფერფლით არის დაფარული. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვულკანი სტრომბოლი სამ ივლისსაც ამოიფრქვა. მაშინ დაიღუპა ერთი ტურისტი.

ვულკანი სტრომბოლი ამავე სახელწოდების იტალიურ კუნძულზე, სიცილიასთან ახლოს მდებარეობს.
სიცილიის რეგიონის მთავრობამ ვულკანის გააქტიურების გამო რამდენიმე საათით კუნძულის სიახლოვეს ნავებით გადაადგილება შეზღუდა.