უკრაინის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი გადადგა. ამის შესახებ მან Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩემი გამოცდილებით ვხვდები, რომ მარტივი არ არის მიიღო გადაწყვეტილება, რომელზეც მილიონობით ადამიანის ცხოვრებაა დამოკიდებული", - განაცხადა მთავრობის უკვე ყოფილმა მეთაურმა, თავის მემკვიდრეს კი ძალა, მოთმინება და წარმატება უსურვა.

უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ამ თანამდებობაზე ალექსეი გონჩარუკს წარადგენს, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეა. არადა არჩევნების მეორე ტურამდე გონჩარუკი აცხადებდა, რომ წარმოდგენა არ აქვს ვინ არის ზელენსკი და მხარს პოროშენკოს უჭერდა.

გროისმანი პრემიერის პოსტს 2016 წლის აპრილიდან იკავებდა. მან ამ თანამდებობაზე არსენ იაცენიუკი შეცვალა.