ლურჯი წვიმა მოქუფრულ ცაზე

ლურჯი წვიმა მოქუფრულ ცაზე

წვიმის ხმამ გამაღვიძა...
ბევრი არც მიფიქრია, მობილური ავიღე და აივანზე განვმარტოვდი. დიდი ხანია ასე არაფერს დავუმშვიდებივარ,ყოველდღიურ ყოფაზე ფიქრი გაქრა ან როგორ არ გაქრებოდა როცა პირველად ვნახე ლურჯი წვიმა,სილამაზე მოქუფრულ ცაზე,რომელიც ფარდას ხდის იდუმალ გრძნობას.
პირველი საფლავები გამახსენდა,მიხვალ,წინაპარს პატივს მიაგებ,ის კი ომახიანად ამოგძახებს ჩემი ოფლი,ჩემი ჯაფა,ჩემი შრომა,ჩემი ცოდვა,ჩემი სიმართლე თუ გადაცდომა,ჩემი აწეული დროშა არ მაძლევს უფლებას წყნარად შემოგეგებო.... 
გაოცებული დგახარ,თვალს გადაავლებ წარსულ დროებას და გიკვირს,გარდაცვლილები ხმაურობენ, ცოცხლები კი მდუმარედ უსმენენ. 
იარებით განვლილ გზაზე სიგიჟეებსაც გაიხსენებ,ოჰ,ეს გართობა,ქეიფი,მაცდური სული და მაინც პატიოსნებაზე მოფიქრალი ვეღარ ეტეოდი ამ გაუმაძღარ დედამიწაზე...
დღეს მე წვიმამ შემიყვარა,არც მე ვაქციე ზურგი,ლურჯი ბედნიერება მეწვია,მივხვდი რომ სიყვარულზე დიდებული არაფერია,ის არ დაუშვებს განმარტოვდე,გაუცხოვდე ან განცალკევდე... 
ჩვენ ადამიანები სიყვარულზე ცოტა მეტი ვართ,ჩვენ ვქმნით სიყვარულს და თან არასდროს გვყოფნის!
ადამიანი და სიყვარული...
მუზეუმის გარეგანათების ბოძიდან შუქმა თვალი ჩამიპაჭუნა,
ზოგჯერ არარსებულ შუქზეც მიფიქრია,თუმცა სადაც სიყვარულია იქ არარსებულიც ნათელია... 
ჩემგან შორს ზღვა ღელავს, მუდამ მხიარულ დელფინებს ესაუბრება, უფრო შორს ოკეანის ცივი მზერა ვეშაპებსაც კი აშინებს, აქვე რიონის პირას კი მთაზე ხეები მიწას წვიმისგან იცავენ...
ჩვენ კი, ცოცხალი ადამიანები, ისევ გარინდულნი ვდგავართ,ნაბიჯის გადადგმა გვიჭირს,ნამოსახლარი ტრიალ მინდვრად ვაქციეთ, ხოლო გულმა და ტვინმა რაღაც ვერ გაიყვეს... 
მობილურმა დამუხტვის წესი მამცნო, წვიმამაც ნელ-ნელა იკლო... 
გათენება ხარ ჩემი და შემოდგომა ცვლილებების ...
ზოგჯერ ასეა,ლურჯი წვიმის წვეთს მაცოცხლებელი სიყვარული მოჰყავს - გიორგი ტაბიძე