ვლადიმირ ზელენსკი ვარშავაში სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

ვლადიმირ ზელენსკი ვარშავაში სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი 31 აგვისტოსა და 1-ელ სექტემბერს ვარშავაში მეორე მსოფლიო ომის 80 წლის იუბილეზე დასასწრებად ჩადის. როგორც უკრაინულ მედიას ზელენსკის გარემოცვაში დაუდასტურეს, უკრაინის ლიდერი 1-ელ სექტემბერს რამდენიმე უცხოელ ლიდერთან აპირებს შეხვედრას.