ვაკის პარკთან აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

ვაკის პარკთან აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ადამიანი - 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს. როგორც შსს-შიგანმარტეს, ისინი დაკავებულები არიან წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისდაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და173-ე მუხლებით.

ერთი ადამიანი კი, 1969 წელს დაბადებული თ. ფ. პოლიციამ საბჭოთა სიმბოლიკისგამოყენებისთვის, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული წესებისდარღვევისთვის, 174-ე 16 პრიმა მუხლით, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

ვაკის პარკში ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. ერთ მხარეს "არვიზეიმებთ გენოციდს" და "რუსეთი ოკუპანტია"-ს აქციის მონაწილეები არიან, მეორე მხარეს კი - "უკვდავი პოლკის" მხარდამჭერები