ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ საკლათბურთო კარიერა დაასრულა. ლეგენდარულ კალათბურთელს აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ Facebook-ზე წერს, რომ ზაზა გუნდში დაბრუნდა და ახალ პოზიციაზე იმუშავებს. ქართველი „გოლდენ სტეიტს“ ბიზნეს და საკალათბურთო საკითხებში დაეხმარება.

ზაზა ფაჩულია ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ის მოგება შეძლო. ზაზამ ჩემპიონობა „გოლდენ სტეიტთან“ ერთად ორჯერ - 2017 და 2018 წლებში იზეიმა. ქართველი კალათბურთელი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციში 2003 წლიდან 2019 წლამდე თამაშობდა.

სხვადასხვა დროს ზაზა NBA-ში „ორლანდოს“, „მილუოკის“, „დალასისა“, „დეტროიტისა“ და „გოლდენ სტეიტის“ ღირსებას იცავდა.