მაჩალიკაშვილს დაკითხვაზე დაბარების უწყება გადასცეს

მაჩალიკაშვილს დაკითხვაზე დაბარების უწყება გადასცეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მალხაზ მაჩალიკაშვილთან პარლამენტთან წინ გაშლილ კარავში მივიდნენ და დაკითხვაზე დაბარების უწყება გადასცეს, რომელიც მაჩალიკაშვილმა არ ჩაიბარა. მაჩალიკაშვილის თქმით, ის ამის თაობაზე ჯერ მის ადვოკატებს დაელაპარაკება და შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილი გააფრთხილეს, რომ ის დღეს საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე 15:00 საათზეა დაბარებული