ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს

ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს

სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მუდმივად, 24-საათის განმავლობაში იმყოფებიან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჩორჩანა/წნელისის რაიონში, სიტუაციის დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით. მდგომარეობის შესაფასებლად დღეს ადგილზე იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი ერიკ ჰოგი. მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარის მიერ ინფორმაციის გაცვლისა და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად”, - ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.