როცა გელაპარაკებიან ულტიმატუმის ენით,  შენც ულტიმატუმით პასუხობ და უკან ვერ დაიხევ - პაატა ზაქარეიშვილი

როცა გელაპარაკებიან ულტიმატუმის ენით, შენც ულტიმატუმით პასუხობ და უკან ვერ დაიხევ - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია  იმის ადეკვატურია, რაც იქ ხდება. 

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა  spacesnews-ს განუცხადა, მიუხედავად ამისა, უმჯობესი იქნებოდა, საქმე აქამდე არ მისულიყო. 
„როცა გელაპარაკებიან ულტიმატუმის ენით, ბუნებრივია შენც ულტიმატუმით პასუხობ დ უკან ვერ დაიხევ. საპასუხო რეაქციები ადეკვატურია, მაგრამ ჯობდა საქმე აქამდე არ მისულიყო. პრობლემა ის არის,  რომ როცა წითელ ხაზები გადაკვეთილია,  მერე შესაბამისად გიწევს პასუხის გაცემა.„ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ულტიმატუმის ენით ოსურ მხარეს ქართულ მხარესთან მრავალი წელია არ ულაპარაკია და ეს, მაშინ ხდება, როცა სხვა რესურსი ამოწურულია. კონფლიქტოლოგი  შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებაში ხედავს. 

„ულტიმატუმებით მხარეები მაშინ იწყებენ ლაპარაკს, როცა სხვა კულუალური დიპლომატიის რესურსები ამოწურულია. ულტიმატუმის ენა არის ის, რომ მათ არ აქვთ სხვა გამოსავალი და ეს ცუდის ნიშანია.
უნდა არსებობდეს ორმხირვი საუბრების  ოთახები და როგორც ჩანს, ეს, არ არსებობს, რადგან მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ საჯაროდ ელაპარაკონ ერთმანეთს ულტიმატუმის ენით. იმედია, სხვა გამოსავალს იპოვიან და ამაში,  საერთაშორისო ორგანიზაციები დაგვეხმარებიან.“- განაცხადა პაატა ზაქრეიშვილმა. 

ავტორი: მახო ასანიძე