ომი არ იქნება - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი

ომი არ იქნება - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი

„საქართველოს ისევ აქვს იმედი, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს დაიბრუნებს, მაგრამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავზეხელარებულ მოქმედებას უკვე აღარავინ გაიმეორებს“, - განაცხადა დღეს ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე  ე.წ. ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ.
„არავითარი ომი არ იქნება - საქართველო სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას მეტად აღარ განახორციელებს. ჩვენი საზღვრები რუსეთის ფედერაციასთან დადებული სერიოზული ხელშეკრულებით არის დაცული, რომლის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია აღქმული იქნება აგრესიად, რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგაც, რომლებიც აქ არიან განთავსებულნი“, - განაცხადა მარია კოტაევამ.

როგორც ე.წ.  საინფორმაციო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე მომხდარი პროვოკაცია შეიძლება ქართული მხარის მანევრი იყოს ყურადღების სხვაგან გადატანის მიზნით.

„საქართველოში ახლა პოლიტიკური ელიტების დაპირისპირება მიმდინარეობს. როგორც კი მათთან შიდა პრობლემები იწყება, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობის ყურადღება საგარეო საკითხებზე გადაიტანოს. ამით აიხსნება ყველაფერი“, - დაამატა მან.

მარია კოტაევას თქმით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი არათანმიმდევრულია თავის დაპირებებში.

„მას  შინაგანად აქვს სწრაფვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად, რადგან პაპამისი ქართველი მენშევიკების მთავრობაში მუშაობდა და პირადი წვლილი აქვს შეტანილი ოსების გენოციდში. ამასთან, იგი პარალელურად ცდილობს რუსეთთან კავშირების დამყარებასაც. საქართველო ძალზე არასაიმედო პარტნიორია საერთაშორისო არენაზე“, - დაასკვნა კოტაევამ. 

 

https://sputnik-ossetia.ru/South_Ossetia/20190830/9198393/Voyny-ne-budet-Kotaeva-o-situatsii-na-granitse-Yuzhnoy-Osetii-s-Gruziey.html