ისტორიული მატჩი თბილისში

ისტორიული მატჩი თბილისში

დღეს რაგბის ისტორიაში პირველად, თბილისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ პირველი დონის გუნდი ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის ნაკრებმა სათანადოდ დაგვაფასა და მსოფლიო თასის წინ, ორმატჩიანი  ტესტების გამართვას დათანხმდაპირველ მატჩი, დღეს, 20.00. საათზე"დინამო არენაზე" გაიმართება, ხოლო ერთი კვირის თავზე ედინბურგში, "მარიფილდზე".      

საქართველოს ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი, სამშაბათს სამხრეთ აფრიკული "საუზერნ კინგსის" წინააღმდეგ გამართა და უკანასკნელ წუთებზე დადებული სამი ლელოს წყალობით, 24:20 გაიმარჯვა.

"ჩემი პირადი აზრია, რომ საქართველო ძალიან ძლიერი გუნდია და იმსახურებს ექვს ერში შესვლას.

არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ მოიგებს ამ მატჩში, ჩვენ თუ მოვიგებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო შანსს არ იმსახურებს. რა თქმა უნდა, თუ ამის შანსი იქნება, ეს აუცილებლად უნდა იქნას განხილული" - განაცხადა შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მეთიუ ტეილორმა.

"რა თქმა უნდა წარმოუდგენელია, რომ დიდი პატივისცემა არ მქონდეს ქართველი მორკინალების მიმართ. ვიცით მათი ძალა, საქართველოს შერკინება ერთ-ერთი საუკეთესოა სარაგბო სამყაროში. ვიცით, რომ ყველანაირ ძალას გამოიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენი მოვალეობაა, რომ მათ სათანადოდ დავუპირისპირდეთ.

 ვიმყოფებით ძალიან კარგ ქალაქში, მშვენიერ სტადიონზე და ვიცით, რომ ხვალ საქართველოს საკმაოდ ხმაურიანი მხარდაჭერა ექნება" - აცხადებს შოტლანდიელთა კაპიტანი სტუარტ მაკინალი.

შემადგენლობები:

საქართველო

15. სოსო მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. დავით კაჭარავა, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე ,

1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპ.),

2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. შალვა სუთიაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა

16. გიორგი ჭყოიძე, 17. კახა ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ლაშა ლომიძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

შოტლანდია

15. ბლერ კინგჰორნი, 14. დარსი გრემი, 13. რორი ჰაჩინსონი, 12. სემ ჯონსონი, 11. შონ მეიტლენდი, 10. ფინ რასელი, 9. გრეიგ ლეიდლოუ

1. ალან დელი, 2. სტიუარტ მაკინალი (კაპ.), 3. უილემ ნელი, 4. ბენ ტულისი, 5. გრანტ გილქრისტი, 6. ჯონ ბარკლი, 7. ჰემიშ უოტსონი, 8. მეთ ფეგერსონი;

მარქაფა

16. გრანტ სტიუარტი, 17. ჯეიმი ბათი, 18. ზანდერ ფეგერსონი, 19. სკოტ კუმინგსი, 20. ჯოშ სტრაუსი, 21. ალი პრაისი, 22. ადამ ჰესტინგსი, 23. ჰიუ ჯონსი