შესაძლებელი ყოფილა ბაქიაობის და იარაღის ჟღარუნის გარეშეც, საგუშაგო რჩება თავის ადგილას - ზაზა კევლიშვილი

შესაძლებელი ყოფილა ბაქიაობის და იარაღის ჟღარუნის გარეშეც, საგუშაგო რჩება თავის ადგილას - ზაზა კევლიშვილი

საგუშაგო რჩება თავის ადგილას, შესაძლებელი ყოფილა ბაქიაობის და იარაღის ჟღარუნის გარეშეც, – ამის შესახებ მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი სოციალურ ქსელში სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების შესახებ წერს.

მისი თქმით, ესაა პირველი შემთხვევა ოკუპანტებთან ურთიერთობის უახლოვეს ისტორიაში, როდესაც უკან არ დაგვიხევია.

როგორც მახსოვს და არა მგონია ვცდებოდე, ესაა პირველი შემთხვევა ოკუპანტებთან ურთიერთობის უახლოეს ისტორიაში, როდესაც არც უკან დაგვიხევია, საქმე არ მისულა იარაღამდე და ტყვიის გასროლამდე, და ის შემთხვევაა როდესაც საკითხი ჩვენს სასარგებლოდაა გადაწყვეტილი. საგუშაგო რჩება თავის ადგილას. შესაძლებელი ყოფილა ბაქიაობის და იარაღის ჟღარუნის გარეშეც ხო?“, – წერს მუსიკოსი.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე, თუმცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ აღნიშნული ულტიმატუმი არ შეასრულა.