საბერძნეთი სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს

საბერძნეთი სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს

მიგრანტთა რაოდენობის შესამცირებლად, საბერძნეთი სასაზღვრო კონტროლს და დეპორტაციის პოლიტიკას გაამკაცრებს. ამის შესახებ Reuters- წერს.

ბრიტანული სააგენტო საბერძნეთის მთავრობის საგარეო საქმეთა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო შეხვედრის შედეგებზე წერს.

გადაწყვეტილება თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მიგრანტთა ისევ დიდი რაოდენობის დაფიქსირებას მოჰყვა. 

მთავრობის განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძლიერებული პატრულირება ხელს შეუწყობს თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიცირებას.