ოცნების გული მიშას სხეულში ძგერს

ოცნების გული მიშას სხეულში ძგერს

ოცნების გული მიშას სხეულში ძგერს

1990 წლის 28 ოქტომბერის არჩევნებზე, მაშინ როდესაც ორი წლის მანძილზე არნახული ეროვნული მუხტი იყო და ყველაფერი ქუჩიდან იმართებოდა ამომრჩევლის 32% -მა ხმა კომუნისტურ პარტიას მისცა. ამ შედეგის ნახვისას პირველად გავიფიქრე რომ საქართველოში რაღაც უბედურება მოხდებოდა...
დღეს, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ქვეყანაში არსებული დიდი დომხალის პირობებში,როდესაც ხელისუფლება ამომრჩეველს ვერაფერს ვერ პირდება, როდესაც არასერიოზულ კანდიდატს ემხრობიან და მხოლოდნაციონალების უკან მობრუნებით გვაშინებენ, დიდი დაფიქრება გვმართებს.
რომელ ჭკუათმყოფელს სჯერა რომ მიშა ხელისუფლებაში დაბრუნებას შესძლებს? ამ აბსურდის საკენკად დაყრა ამომრჩევლის უბრალოდ აბუჩად აგდებაა, საერთოდ მიშა და ოცნება ერთი მედლის ორი მხარეა,მათი ძირითადი იდეოლოგია კი საქართველოს სინგაპურიზაციას ეფუძნება(ნარკოტიკები,ბორდელები,ეროვნებების აღრევა,ეროვნულის იგნორირება) მიშა კი დღეს მათი მაშველი რგოლია, ყველაფერზე არაფრის მომცემი კომენტარებით,ერთი სიტყვით 
ოცნების გული მიშას სხეულში ძგერს. 
ე.წ. პილიტიკოსები თუ ე.წ. ექსპერტები ძალღონეს არ იშურებენ აბსურდის გასაპრავებლად მაგრამ:

რუსეთი ოკუპანტია - სხვა ვერსია-მინიშნება არ პრავდება;

კორუფცია არ პრავდება;

საკადრო ფიასკო არ პრავდება;

ეკლესიის შეურაცხყოფა არ პრავდება;

მასმედიაზე ზეწოლა არ პრავდება;

სასამართლოს გამურუსიძება არ პრავდება;

თამბაქოს, ხორბლის, საერთოდ ბიზნესის მონოპოლია არ პრავდება;

მარიხუანას კულტივაცია არ პრავდება;

ხორავას ქუჩის საქმეზე ჩინოვნიკებზე ხელის დაფარება არ პრავდება;

პარლამენტარის,მინისტრის,პოლიტიკოსის ძველბიჭობა არ პრავდება.

ამ დიდ პოლიტიკურ დომხალში ყველაზე დიდ გაუგებრობაში ბიძინა ივანიშვილია, მის ბოლოს ინტერვიუს თუ დავესესხებით, წამოცდენა ნამდველად არ იყო როდესაც სთქვა რომ მისიანები მას ჯეროვნად არ აფასებენ( ისე სად გაგონილა სულით მონამ თავისი უვიცობით ვინმე დააფასოს ან უერთგულოს) :)

ოცნებისთვის მთავარი საფრთხე "ევროპული საქართველოდან" მოდის ამიტომაც მიშამ ეს პარტია ამოირჩია მთავარ სამიზნედა, რადგან მასში ძალას ხედავს:
"ბაქრაძისთვის მიცემული ხმა დაკარგულია ის არ წარმომადგენს არც მე და არც ნაციონალურ მოძრაობას". ამით მიშამ თავის ძირითად მიზანზე მიგვანიშნა, არადა საპრეზიდენტო კანდიდატები ობიექტურად რომ შევაფასოთ ბაქრაძე და უსუფაშვილი ყველაზე გაწონასწორებული და ჭკუადამჯდარი კანდიდატები არიან, ეხლა არ დამიწყოთ ზღაპრები უსუფა ოცნებაში იყო და რა გამიკეთა ან ბაქრაძის დანა-ჩანგალზე მითები. ასევე ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ ეტაზე უსუფაშვილის მეორე ტურში გასვლა ფანტასმაგორიულ ვერსიად მეჩვენება.

P.S. ყველა ადამიანი ინდივიდია,საკუთარი არჩევანი გააჩნია,ამიტომაც ვისაც არსებული მდგომარეობა არ მოსწონს და არც წარსული ხელისუფლების ნამოქმედარი, დიდი დაფიქრება მართებს, ნუ გვეშინია სიმართლის თქმის,ნურც დალაიქების, ნურც ხმის მიცემის და ნურც თვალებში ჩახედვის! 
"ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი" - ილია ჭავჭავაძე