ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს

ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს

ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. გეგიძის თაობაზე გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

როგორც ცნობილი გახდა, გეგიძის ბოლოდროინდელი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდა პარტიის პოზიციებთან, რაც საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა.

ბიძინა გეგიძე ამ დრომდე რჩება მმართველი პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს წევრად. პარტიიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება, შიდა წესდების თანახმად, პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

თავად გეგიძე ამბობს, რომ მისთვის არავის უცნობებია ამ ფაქტის შესახებ

„არც ნიუსი მინახავს. სად გაკეთდა ეს განცხადება? უნდა მივიღო ან ნიუსის სახით. თქვენგან მესმის, თქვენგან გავიგე მე. საჯაროდ უნდა გაჟღერდეს ან დაიდოს, ოფიციალურად. მე მჯერა თქვენ რასაც მეუბნებით, მაგრამ კომენტარი რომ გავაკეთო, უნდა გავაკეთო საჯარო სივრცისთვის ან თვითონ უნდა დამეკონტაქტოს ვინმე, ვოლსკი იქნება თუ ა.შ. ან კიდევ, თქვენ ჩიტმა ამბავი მოგიტანათ. მოსალოდნელი იყო კიდეც და როგორ გითხრათ, მოსალოდნელი იქნებოდა თუ ეს მოხდებოდა და თუ არ მოხდებოდა, ამაშიც ვერაფერს დავინახავდი მე რაღაც განსაკუთრებულს“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ პირველ არხთან.

 

1tv.ge