მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ  თანამდებობის დატოვება გაზაფხულზე სურდა, რაზეც  ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება გაზაფხულზე სურდა, რაზეც ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა

 მამუკა ბახტაძის განცხადებით, თანამდებობის დატოვებას ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე აპირებდა, რის შესახებაც ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა.

ამის შესახებ ბახტაძემ გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამის შესახებ პირველი საუბარი მქონდა გაზაფხულის ბოლოს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან. ბუნებრივია, ეს საუბრები გრძელდებოდა. მე გუშინაც მქონდა საბოლოო კონსულტაცია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება. “, - განაცხადა ბახტაძემ.