ვინ იბრძოლებს წლის საუკეთესო მწვრთნელის  წოდებისთვის

ვინ იბრძოლებს წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის

ფიფას ვერსიით, ფეხბურთელების მსგავსად, წლის საუკეთესო მწვრთნელის  წოდებისთვისაც სამი სპეციალისტი: იურგენ კლოპი ("ლივერპული"),  პეპ გვარდიოლა("მანსიტი") და მაურისიო პოჩეტინო("ტოტენჰემი") იბრძოლებენ. იურგენ კლოპმა  „ლივერპულთან“ ერთად  ყველაზე ტიტულოვანი ჩემპიონთა ლიგა მოიგო,  პეპ გვარდიოლამ, ინგლისის ყველა   შიდა ასპერეზობაში მიაღწია წარმატებას, ხოლო მაურისიო პოჩეტინომ„ტოტენჰემი“ ისტორიაში პირველად,ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.შეგახსენებთ, გასულ სეზონში ეს ჯილდო დიდიე დეშამმა მიიღო, რომელიც საფრანგეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გამარჯვებული,  სპეციალურ  ცერემონიაზე, 23 სექტემბერს გამოვლინდება.