გიორგი გახარიამ შს მინისტრად ვახტანგ გომელაურის, ხოლო თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურები დაასახელა

გიორგი გახარიამ შს მინისტრად ვახტანგ გომელაურის, ხოლო თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურები დაასახელა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი, ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში.

ამასთან, მისი თქმით, უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია.

ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელია, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას იკავებს.