პარლამენტის წინ დაანონსებული აქცია დაიწყო

პარლამენტის წინ დაანონსებული აქცია დაიწყო

რუსთაველის გამზირზე, პარლამეტის შენობის წინ დაანონსებული აქცია დაიწყო.

აქცია #სირცხვილია 76-ე დღეა რაც მიმდინარეობს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის თქმით, მათი მთავრი მოთხოვნაა გიორგი გახარია არ დაინიშნოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქციებს არ შეწყვეტენ.

ცნობისთვის, „სირცხვილია“-ს წევრები, დღეს დილიდან, პარლამენტის პლენარული საბჭოს მიმდინარეობის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს წინ გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას აპროტესტებდნენ. რამდენჯერმე მათ პარლამენტის შენობაში შეჭრაც სცადეს, რისი შესაძლებლობაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.