მაჩალიკაშვილის ადვოკატი ელისო კილაძეს უპირისპირდება

მაჩალიკაშვილის ადვოკატი ელისო კილაძეს უპირისპირდება

"ვითხოვ, შეწყვიტოს საუბარი ჩემზე ჟურნალისტმა ელისო კილაძემ, იგი ავრცელებს ინფორმაციას ჩემს არასანდოობის შესახებ და ეწევა აგიტაციას, თითქოს მე ვარ სუს-ის აგენტი! შეწყვიტეთ ხალხის დაშინება, დაშანტაჟება და ამ ტონით ვისზეც გაგიხარდებათ დეზონფორმაციის გავრცელება. მე არ გაპატიებთ ჩემზე მძიმე და საზიზღარი ბრალდებების გავრცელებას და ნება იბოძეთ და წარმოადგინეთ მტკიცებულებები! კლიენტი მენდობა მე თუ არა, ეს ჩემი კლიენტის გადასაწყვეტია და არა თქვენი.

მაშ ასე, ველოდები საზიზღარ სტატიებს თქვენს გაზეთში ჩემს წინააღმდეგ, ესეც არ გაგიჭირდებათ! მალხაზ მაჩალიკაშვილისგან ხელი შორს ყველამ, ვინც აქეზებს და ამ კაცს გონება აურია, გააგულიანა და აძლევს გარანტიებს მისი უსაფრთხოების შესახებ! მალხაზი არ არის ჩამდენი და განმახორციელებელი არანაირი მკვლელობის და ტერორისტული აქტის, ცალსახად გამოვრიცხავ მისი განზრახვას იოსებ გოგაშვილის ოჯახის მოკვლის შესახებ!" -წერს მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილმა.