იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა სამი საათით გადაიდო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა სამი საათით გადაიდო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა სამი საათით გადაიდო.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი წერს.

“საბჭოში კენჭისყრა 3 საათით იმიტომ გადაიდო, რომ მოსამართლე წევრები ვერ ახერხებენ მოსვლას რამე უფრო მნიშვნელოვანიც ხდება?!”,- წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს დღეს უყრის.

  იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიის შესარჩევად ორ კენჭისყრას დღეს ჩაატარებს.

კანონის მიხედვით, საბჭო 49-კაციანი სიიდან ფარული კენჭისყრით შეარჩევს 20 კანდიდატს, ამის შემდეგ კი, მონაცემები საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

კანონის თანახმადვე, საბჭოში კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს, რომლის მიხედვითაც, სათითაოდ ეყრება კენჭი შერჩეულ 20 კანდიდატს, იმის გასარკვევად, უნდა წარედგინოს თუ არა კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს. კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ მას საბჭოს ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მიერ მიღებული ქულების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატების კეთილსინდისიერება და კომპეტენცია შეაფასეს.

ქულათა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.