მისი რჩევები, ყოველთვის დაფუძნებული იყო ღრმა ანალიზზე და გათვლილი მომავალზე -ზალკალიანი გახარიაზე

მისი რჩევები, ყოველთვის დაფუძნებული იყო ღრმა ანალიზზე და გათვლილი მომავალზე -ზალკალიანი გახარიაზე

ვფიქრობ, გიორგი გახარია არის სახელმწიფო მოხელე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა და დიდი კვალიფიკაცია ყველა მიმართულებით, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკის კუთხით, – ასე აფასებს დავით ზალკალიანი გიორგი გახარიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეა წარდგენილი.

„მე მადლიერი ვარ მისი თანამშრომლობით. როდესაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და მე საგარეო საქმეთა მინისტრი, ძალიან ბევრ თემაზე გვიხდებოდა ერთობლივად მსჯელობა და ბევრი საკითხის ერთობლივად გადაჭრა. ის ყოველთვის იყო კომპეტენტური. მისი რჩევები, დამოკიდებულება ყოველთვის იყო დაფუძნებული ღრმა ანალიზზე და გათვლილი მომავალზე. ძალიან ვაფასებ მასში ამ თვისებებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში დავით ზალკალიანს დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.