მდინარე ალაზანმა კალაპოტი გაარღვია

მდინარე ალაზანმა კალაპოტი გაარღვია

 ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. მერის იოსებ ქარუმაშვილის თქმით, უხვი ნალექის შედეგად მდინარე ალაზანი ადიდა და კალაპოტი გაარღვია, რის გამოც დაზარალდა სოფელები. დატბორილია სახლის პირველი სართულები და შიდა საუბნო გზები:          

"სტიქიამ რამდებიმე სოფელო დააზარალა, რისთვისაც ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლების დახმარება სჭირდება. ამ ეტაპზე მდინარე ალაზანში წყლის დონემ მცირედით დაიკლო, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება მდინარე ალაზანზე საჭირო სამუშაოებში უნდა დაგვეხმაროს"