სამართალი არ არსებობს - პაატა ბურჭულაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

სამართალი არ არსებობს - პაატა ბურჭულაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

პაატა ბურჭულაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

„მეგობრებო, ჩვენი ცრუ და მავნებელი მთავრობა ცოტა ხნის წინ ვითომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და ცილისწამების ფაქტებით იყო შეშფოთებული. სინამდვილეში კი ყოველგვარ სიბინძურესა და დისკრედიტაციას არათუ გმობენ და ებრძვიან, პირიქით, სავარაუდოდ თავადაც იგონებენ და მათი სასამართლოს მიერაც ყოველი ასეთი ფაქტი წახალისებულია.

როგორც იცით, დანაშაულის ჩადენა და უპოვარი ბავშვების ფულის მოპარვა დამაბრალეს, ცილისმწამებელი „ქართული ოცნების“ რიგებიდან გახლდათ, რა თქმა უნდა, მან ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, მაგრამ მოსამართლე კოპალიანმა ბოდიშიც კი არ დააკისრა.

კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ სამართალი არ არსებობს, მმართველი პარტიის წევრებსა და დაახლოებულ პირებს შეუძლიათ, ცილისწამონ და ნებისმიერი დანაშაული დააბრალონ ადამიანს პირდაპირ ეთერში და ყველას გასაგონად. შემდეგ საქმეში ჩართავენ მოსამართლე ირაკლი კოპალიანს და პრობლემებიც არ არსებობს.

გთხოვთ, გაავრცელოთ კოპალიანის ფოტო, ჩვენ სახეზე უნდა ვცნობდეთ ასეთებს“, - წერს პაატა ბურჭულაძე და მოსამართლე ირაკლი კოპალიანის ფოტოს ავრცელებს.