პომპეო პუტინს შეხვდება

პომპეო პუტინს შეხვდება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 12-14 მაისს რუსეთს ეწვევა და ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

13 მაისს, პომპეო ამერიკის საელჩოში თავის გუნდს, ასევე, ამერიკის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

14 მაისს, სახელმწიფო მდივანი სოჭში გაემგზავრება, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე მთელი რიგი ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხების განხილვა იგეგმება