გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის ოჯახი შვილის მკვლელობაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს

გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის ოჯახი შვილის მკვლელობაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს

ზურა ხუციშვილი დაახლოებით, ორი წლის წინ გარდაიცვალა. იგი აეროპორტის მიმართულებით ავტომობილით მოძრაობდა, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან მარჯვენაზე გადასვლის შემდეგ მაღალი სიჩქარით დიღმის მიმართულებით გაემართა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აედევნა. ვიდეოკადრები „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა. მოგვიანებით, ხუციშვილის ცხედარი მტკვარში იპოვეს, ავტომობილი კი საჯარიმო ავტოსადგურზე.

საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. გარდაცვლილის ოჯახი  ხუციშვილის მკვლელობაში სამართალდამცველებს ადანაშაულებენ. ხუციშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატრულ-ინსპექტორებს ხელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები აფარებენ. აქციის მონაწილეები საქმის პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ